































































































|
|
|
ამჟამად, საქართველოში, ათობით სათარჯიმანო კომპანიაა და მათი სერვისები სრულად ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ჩვენი კომპანია, "A-Z Consult", განსხვავებულ მომსახურებას გთავაზობთ.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტექსტის სრულყოფილი თარგმნისათვის საჭიროა მთარგმნელმა ისევე კარგად იცოდეს ტექსტის ორიგინალური ენა, როგორც ის ენა, რომელზეც ეს ტექსტი უნდა თარგმნოს. მთარგმნელი, რომელსაც ორი ან უფრო მეტი მშობლიური ენა აქვს კი, ძალიან იშვიათია.
ამიტომ, სრულყოფილების მისაღწევად, ტექსტზე ორი სხვადასხვა ენოვანი რედაქტორი უნდა მუშაობდეს და ასეთ შემთხვევაში თარგმნილი ტექსტი ორიგინალის თანასწორი იქნება.
ჩვენი კომპანია რედაქტორებს მხოლოდ მათ მშობლიურ ენაზე სთავაზობს სამუშაოს. ეს განაპირობებს თარგმნის ხარისხს და გამორიცხავს "თარგმანში დაკარგვასა" და ტექსტის პირად ინტერპრეტაციებს.
ნუ დაკარგავთ მესიჯს თარგმანში!
ჩვენი სერვისებია:
—თარგმნა
—კრეატიული თარგმნა
—რედაქტირება
—ტრანსკრეაცია
—ტექსტის შექმნა და გარდაქმნა, ანუ "გაშალაშინება"
—ოფიციალური წერილების წერა
—სუბტიტრების თარგმნა
—ტექსტის გახმოვანება
თარგმნა—ნებისმიერი ტექსტი შეიცავს განსაკუთრებულ იდეას, ნიუანსებსა და გზავნილებს. დამკვეთისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მესიჯები ისევე კარგად ჟღერდეს სხვა ენაზე, როგორც ეს ორიგინალშია. თარგმნის პროცესში, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ თხრობის ენა და სტილი, ტექსტის რიტმი და დინამიკა, კონტექსტი და მხატვრული ხიბლი. ეს მოითხოვს უფრო მეტს ვიდრე მშრალი და სიტყვასიტყვითი თარგმანია, ეს საჭიროებს შემოქმედებით (კრეატიულ) თარგმანს!
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვთარგმნით იურიდიულ და სამედიცინო ტექსტებს და არ ვაკეთებთ ნოტარიულ დამოწმებას. სამაგიეროდ, მდიდარი გამოცდილება გვაქვს შემდეგი ტიპის მასალის თარგმანსა და რედაქტირებაში: წლიური თუ სხვა სახის ანგარიშები, სხვადასხვა ტიპის კვლევები, ლიტერატურული/სარეჟისორო სცენარები, ფილმების სუბ–ტიტრები, პროდუქტის აღწერა, პროდუქტის იარლიყი, ვებ–გვერდის ტექსტი, ბუკლეტი/ბროშურა, რესტორნის მენიუ თუ ღვინის გზამკვლევი, ოფიციალური წერილები თუ მიმართვები და სხვა.
ჩვენ აღგიდგენთ ნდობას მთარგმნელებისადმი!
რედაქტირება—უცხოენოვანი სარეკლამო ტექსტი თუ ვებ და სოციალური მედიის გვერდები კომპანიას ეხმარება გლობალურად ისაუბროს საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. თუმცა, სტილისტურად და გრამატიკულად ნაკლოვანი ტექსტი უნებლიედ იქცევა კომპანიის გაუმართავ კორპორატიულ ენად!
შეცდომები, რომლებიც ინგლისურ (თუ სხვა) ენოვან მომხმარებელს ღიმილს მოჰგვრის, შეუმჩნეველია ქართველი მომხმარებლისათვის. შეუძლებელია შეცდომების შემჩნევა, თუ მოცემული ენა თქვენთვის მშობლიური არ არის. სწორედ ამიტომ, საჭიროა ტექსტი (იქნება ეს რეკლამა, ვებ–გვერდი, ბუკლეტი, ბლოგი თუ სავიზიტო ბარათი) გასწორდეს ინგლისურ თუ სხვა ენოვანი რედაქტორის მიერ.
ჩვენ დაგეხმარებით გამართოთ თქვენი კორპორატიული ენა და აიცილოთ თავიდან მსგავსი ლაფსუსები! თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ვებ–გვერდის თუ სხვა სახის ტექსტი უნაკლოა – ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ დაგითვლით თქვენ ტექსტში არსებული შეცდომების რაოდენობასა და მათი შესწორების ღირებულებას!
ტრანსკრეაცია ახალი ტერმინია მსოფლიოს სარეკლამო და მარკეტინგის პრაქტიკაში და ნიშნავს ტექსტის მორგებას ადგილობრივი კულტურისა და ენის ნორმების გათვალისწინებით. ხშირად, კომპანიები, ახალი ბაზრის ათვისებისას, უნებლიედ სცოდავენ თარგმანში და ამის ბევრი საერთაშორისო მაგალითი მოიძებნება (აქ). მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორ ჯღერს და აღიქმება თქვენი ბრენდი, პროდუქტი, სერვისი და მისი დასახელება ამა თუ იმ ენაზე.
არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვების თარგმნა! თქვენი ბრენდი უცხო ენაზეც ისევე უნდა წარმოაჩენდეს თქვენი კომპანიის ღირებულებებს, უპირატესობასა და უნიკალურობას, როგორც ბრენდის მშობლიურ ენაზე!
ჩვენ დაგეხმარებით პროდუქტის, სერვისებისა თუ ახალი მარკეტინგული ინიციატივის ტრანსკრეაციასა და კულტურულ ადაპტაციაში, რათა იგი უფრო გასაგები, მისაღები და მომხიბვლელი გახდეს ახალი აუდიტორიისათვის. ჩვენ დაგეხმარებით სწორად წარადგინოთ ბრენდი, რათა მან ზუსტად მოირგოს უცხო ენის სპეციფიკა და გამოხატოს თავისი უნიკალური ხიბლი და უპირატესობა.
ტექსტის დამუშავება შრომატევადი და ხშირად უმადური პროცესია. ხანდახან გაქვთ იდეა და არ გაქვთ საჭირო სიტყვები, ან გაქვთ იდეა და გაქვთ არასაჭირო სიტყვები, ან გაქვთ იდეა და საჭირო სიტყვები, მაგრამ არ გაქვთ დრო – ასეთ დროს მოგვმართეთ და ჩვენ შეგარჩევინებთ სწორ სიტყვებს, დავწერთ, გადავწერთ და გავაშალაშინებთ თქვენს ტექსტს ენის ნიუანსების, ფრაზეოლოგიისა და კულტურული სპეციფიკის გათვალისწინებით!
ჩვენ დაგეხმარებით მოყვეთ ამბავს სწორი სიტყვებით!
ოფიციალური წერილების წერა განსაკუთრებულ ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს. ტექსტი ხან ცოტა მაღალფარდოვანი, ხანაც ოფიციალური, ხანდახან მედიდური და ხანდახან "ღვლარჭნილიც" უნდა იყოს! როგორ უნდა გამოთქვათ სათქმელი, გამოხატოთ პატივისცემა ან მადლიერება და გამოიყენოთ სიტყვიერი "რევერანსები" სხვადასხვა ენაზე? როგორ უნდა დააბოლოვოთ წერილი (ელექტრონულიც), რა უნდა და რა არ უნდა ჩაწეროთ წერილში?
ჩვენ დაგეხმარებით თქვათ მხოლოდ ის, რისი თქმაც გსურდათ და სწორი ინტონაციით დაწეროთ საჯარო გამოსვლა, ოფიციალური წერილი თუ მიმართვა.
სუბტიტრების თარგმნა არა მარტო ენის ცოდნას, არამედ მისი ნიუანსებისა და კულტურული განსხვავებულობის ცოდნასაც მოითხოვს. ჩვენ სუბტიტრებზე გვიმუშავია ისეთი ფილმებისათვის, როგორიცაა: "ქეთო და კოტე", "მაგდანას ლურჯა", "ფიროსმანი", "ჩემი ბებია", “ჯიმ შვანთე”, "ქუჩის დღეები", "მარილივით თეთრი", "ბოლო გასეირნება".
თითოეული პროექტი უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობა კი, ამდიდრებს და აფართოებს კომპანიის გამოცდილებას.
ჩვენ ვმუშაობთ განსხვავებული ტიპის დამკვეთებთან, მათ შორის: სამთავრობო ორგანიზაციებთან, კინო-სტუდიებთან, შემოქმედებით ავტორებთან, სცენარისტებთან და რეჟისორებთან, ღვინის მწარმოებლებთან, აქტივთა შემფასებელ კომპანიებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა ტიპის კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
საქმიანი წინადადებებისა და ჩვენი გამოცდილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ მისამართზე.